„ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა იყო თავხედური დანაშაული, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო, ამ ფაქტმა გააჩინა დაუცველობის განცდა საზოგადოებაში. გვინდა დადებითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ შსს-მ საქმის ერთ-ერთი შემსრულებელი უკვე დააკავა, რაც დაეხმარება გამოძიებას საქმის ბოლომდე მიყვანაში. ამის პირობა შს მინისტრმა ჩვენთან შეხვედრის დროს დადო და „თავისუფალ დემოკრატებს“ და საზოგადოებასაც ამის მოლოდინი გვაქვს. თუმცა ჩვენთვის საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ საზარელი დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულის ყველა მონაწილე იქნეს დასჯილი სწრაფად, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ერთი თავდამსხმელი ისევ თავისუფლებაზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ შსს იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველა დამნაშავეს უახლოეს მომავალში დააკავებს, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად მოვითხოვთ საქმეს გამოძიების ფარგლებში შეეცვალოს კვალიფიკაცია და გადაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობის მცდელობა“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






