"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ქორწინების სუბიექტების დაზუსტების ინიციატივას მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 20:05, 07 Mar, 2016     1506
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო კონსტიტუციაში ქორწინების სუბიექტების დაზუსტების ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით აღნიშნული ცვლილება ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. ამასთანავე პრემიერის თქმით კოალიცია ერთგულია დისკრიმინაციის მიუღებლობის პრინციპის და გამოდის ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე.

პრემიერის განცხადებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საწინააღმდეგო პოზიცია, არა საკითხის შინაარსს, არამედ აღნიშნული ცვლილების განხორციელების გზებსა და საშუალებებს ეხებოდა.

"კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია - ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს.
პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ - მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.
ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია, რაც გამყარდა კიდეც შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ერთხმად ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას ამ პრინციპისადმი და ამავდროულად გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის დონეზე“.- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42