პაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე- წულუკიანი ბრალდებებს ეხმაურება
პოლიტიკა - 18:19, 07 Mar, 2016     1654
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მისი მისამართით გამოტქმულ ბრალდებებს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანი, უარყოფს მის რაიმე კავშირს ფარული ვიდეოჩანაწერების შესაძლო გამოქვეყნებასთან და აცხადებს, რომ მას რაც ქონდა პაპუაშვილთან დაკავშირებით გამოსაქვეყნებელი უკვე გამოაქვეყნა:

„ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე. ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია მე მის შესახებ არ მაქვს და არც ხელისუფლების რომელიმე წევრს აქვს. მას, როგორც ჩანს, ალბათ, აწუხებს წარსულის აჩრდილები. თუ წარსულში წინა ხელისუფლებამ ვინმეს რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, და, მათ შორის, მე, ერთადერთი გვქონდა − საკონკურსო ქულები, ის უკვე გამოქვეყნებულია. არ იყო ეს ქულები ბატონი პაპუაშვილისთვის სახარბიელო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს.

რაც შეეხება ჩემს სხვა მოთხოვნებს მისადმი, ეს არის 2 მოთხოვნა: პირველი, რომ მან საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან, როგორც ეს იყო კონსტიტუციით, 1000 ლარად ძვირადღირებული ქონება; არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპად; რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, თუ ასეთი გააკეთა, და მაინტერესებს, განიცდის თუ არა ის დისკომფორტს, როდესაც ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი ბავშვის ბინაში საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არა მხოლოდ სტრასბურგის მაღალ პოზიციას, არამედ იმ პოზიციასაც არ შეესაბამება, რომელსაც ის იკავებს, და, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება მას დაუსვამდა კითხვებს − უნდა იყოს თუ არა ის იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის არის. მე მესმის, რომ კონკურსში დამარცხდა, მესმის, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, მე ისიც მესმის, რომ 30 სექტემბერს ვადა უმთავრდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სხვას ვესროლოთ ტალახი. კონკურსი კონკურსია, კონკურსში კი ის დამარცხდა.“ – განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42