მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით ისინი ლევან გაჩეჩილაძესთან გარკვეულ პუნქტებზე შეთანხმდნენ. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა დრეს ლევან გაჩეჩილაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
„შეთანხმებაზე ჯერჯერობით საუბარი ზედმეტია, მოვუსმინეთ ბატონ ლევანს მან თავის მოსაზრებები გაგვაცნო. პირველი რაზეც შევთანხმდით ეს არის, რომ მას აქვს უფლება შეხვდეს თანამშრომლებს და თავისი მოსაზრებები გააცნოს. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შენობა, როგორც მინიმუმ არის სადაო და ბატონი ლევანი ალტერნატიული ფართის მოძიებას არ გამორიცხავს. ასევე პირობას იძლევა რომ სარედაქციო დამოუკიდებელობა იქნება შენარჩუნებული. ერთ თვემდე დრო სჭირდება, რომ გაერკვეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ ვითარებაში. ჩვენც ჩვენს პასუხებს ჩამოვყალიბდებით და მოგახსენებთ“- განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






