პრეზიდენტის სასახლეში „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“- ს ფარგლებში საჯარო დისკუსია გაიმართა
პოლიტიკა - 17:16, 07 Mar, 2016     1078
საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ, დღეს, პროექტ „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“-ს ფარგლებში საჯარო დისკუსიას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ვიწყებთ ერთობლივი მუშაობის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ციკლს, რომელშიც როგორც გამორჩეული მოაზროვნეები და მეცნიერები, ჩვენი კოლეგები ევროპიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური პარტიების ანალიტიკური კვლევითი ცენტრები, საკვლევი სტრუქტურების წარმომადგენლები და ის ადამიანები არიან ჩაბმული, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში.

ვისაუბრებთ უაღრესად საინტერესო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არის ჩვენი ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკურსის ნაწილი.

თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, უაღრესად სიღრმისეულად და იმ აუთენტური წყაროებიდან გამომდინარე, იმ მსჯელობის და შემოქმედების პროცესიდან გამომდინარე, რომელიც არის ევროპაში, ჩემი აზრით, ძალიან წაადგება იმ დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ ყველა ერთმნიშვნელოვნად ხაზს ვუსვამ იმას, რომ ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება თავისი აზრით და არსით არის ევროპული. ეს ითარგმნება საქართველოს მიერ გადადგმულ გლობალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში და ასევე, ჩვენი ძალიან ხანგრძლივი ისტორიიდან გამოდინარე ღირებულებებში, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ამასთანავე, ამ ბუნებრივ ევროპულობას, ამ კულტურულ ევროპულობას ბუნებრივად სჭირდება ინტელექტუალურად გაღრმავება და გადატანა სახელმწიფოებრივ პროცესში. ეს ყოველივე შეუძლებელია თუ ერთი მხრივ, არ გესმის საკუთარი იდენტობის და ვერ გრძნობ იმას, თუ შენ ვინ და რა ღირებულებების მატარებელი ხარ, ხოლო მეორე მხრივ, არ გაქვს ხელი მსოფლიოს და თანამედროვე ევროპის მაჯისცემაზე.

ამ თვალსაზრისით, მეტწილად სწორედ იმ დისკუსიებს, რომელსაც მე ვადევნებ თვალს ჩვენს საზოგადოებაში, გარკვეული ზედაპირულობა ახასიათებს. ჩვენ ხშირად რაღაც ერზაც, გამარტივებულ ფორმებში ვაწარმოებთ ხოლმე ამ დისკუსიას. მთელ ამ პროცესს, მთელ ამ ფიქრს, როგორ შევქმნათ არა მარტო, ასე ვთქვათ, კულტურულად ევროპული საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ მოწყობაში ახორციელებს ევროპულ ღირებულებებს, ხშირად ძალიან ზედაპირული სახე აქვს.

ამიტომ, სიხარულით მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც გადაწყვიტეს აქტიურად ჩაერთონ მსგავს დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან სისხლსავსე და ინტელექტუალური დისკუსია, და მომწონს, რომ ჩვენ შევქმენით ეს პროგრამა, კოლეგიუმი სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებითა და პროფესორ მამუკა ბერიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ახორციელებს.

პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების ორგანიზება საზოგადოების ჩართულობის მიზნით. ლექციები შეეხება დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას და მათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ. დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საჯარო ლექცია-დისკუსიას გერმანელი ფილოსოფოსი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი, ასევე კვლევითი ჯგუფის „ustitia Amplificata: გაფართოებადი სამართლიანობა - კონკრეტული და გლობალური“ დირექტორი შტეფან გოზეპატი უძღვებოდა.

პროექტის ფარგლებში 11 თვის მანძილზე სულ 32 საჯარო დისკუსია გაიმართება, რომელთაგან 8 საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უმასპინძლებს, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42