როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას მან აღნიშნა პაპუაშვილის განცადებას ხელისუფლების მხრიდან სერიოზული რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ რეაგირება უნდა მოხდეს იმ ორგანოების მხრიდან ვისაც ამის გამოძიება ევალება. როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ მას აშანტაჟებნდენ ალბათ ეს ემსახურებოდა იმას, რომ სასამართლო მოექციათ თავიანთი გავლენის ქვეშ. ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მის მიმართ იყო შანტაჟი და მის მიმართ, არსებობს ფარულად მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. საინტერესოა ეს რა პერიოდში მოხდა, წინა ხელისუფლების დროს არის თუ ამ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ყველაფერი ისევ და ისევ გამოძიებით უნდა დამტკიცდეს რისი იმედიც მე არ მაქვს“ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






