რესპუბლიკური პარტია ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ემიჯნება
პოლიტიკა - 15:59, 07 Mar, 2016     2608

დღეს, 7 მარტს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაგეგმილ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას რესპუბლიკური პარტია განცხადების სახით აყალიბებს:

"რესპუბლიკური პარტია სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს.

ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:

ა) კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია - სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტრუქცია, ნორმატიული შინაარსი და ტერმინოლოგია („მეუღლეთა“, „ოჯახი“, „დედათა და ბავშვთა“), აგრეთვე, კონსტიტუციის სწორედ ამგვარ განზრახულობას ადასტურებს მისი უკლებლივ ყველა ავტორი;

ბ) ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;

გ) აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არა თუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.

რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ ინიცირება საფრეთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორისმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ გულწრფელი მოტივებით ადგება არასწორ გზას და ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდვია.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ამოიწურა შიდაკოალიციური კონსულტაციების რესურსი, რესპუბლიკური პარტია ადასტურებს პატივისცემას თვითეული დეპუტატის, მათ შორის ჩვენივე ფრაქციის წევრების, განსხვავებული პოზიციისადმი, მაგრამ პოლიტიკურად ემიჯნება კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს, რომელსაც მოყვება არა საკითხის უკეთ გადაწყვეტა, არამედ საკითხის უფრო გამწვავება თანამდევი პოლიტიკური მეტასტაზებით."- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში,


კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42