„ცუდი იდეა არ არის“ - ვაშაძე სანდრა რულოვსის პირველ ნომრობაზე
პოლიტიკა - 15:51, 07 Mar, 2016     3270
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიის პირველ ნომრობასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსის განხილვა „ცუდი იდეა არ არის“.

როგორც თემის კომენტირებისას ვაშაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, ყოფილ პირველ ლედისთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია, თუმცა დეპუტატის აზრით, სანდრა რუსლოვსი საზოგადოებას ძალიან უყვარს და მათი მხარდაჭერა ექნება.

"ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში სანდრა რულოვსის ყოფნა ცუდი იდეა არ არის. მას აქვს დამოუკიდებელი იმიჯი, ძალიან ბევრი ღირსეული საქმე აქვს გაკეთებული. სოციალური მიმართულებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკითხზე საუბარი პარტიაში არ ყოფილა. როგორც ვიცი არც ქალბატონ სანდრასთან გამართულა ამ საკითხზე დისკუსია"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ვაშაძემ "ნიუპოსტის" მცდელობის მიუხედავად კონკრეტულ გვარებზე დღეს არ ისაუბრა.

"სიახლეები იქნება, საზოგადოებას ძლიერი გუნდი უნდა შევთავაზოთ, რომელიც ქვეყანას ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს"- თქვა დეპუტატმა.

კითხვაზე იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, ადვოკატი ოთო კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, სებ - ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვაშაძემ პასუხი არ გასცა, თუმცა ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პირები დადებითად დაახასიათა და მათ პროფესიულ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

"ჯერ-ჯერობით სანდრა რულოვსის მსგავსად, ამ ადამიანებზე არ ყოფილა პარტიაში მსჯელობა. თქვენ ინფორმაციას ვერც ვუარვყოფ და დავადასტურებ, რადგან საარჩევნო სიაზე ჯერ არ გვიმსჯელია. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, ის არის ძლიერი ეკონომისტი და ფინანსისტი, მას ძალიან კარგი და დიდი რესურსი აქვს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანის საქმეში - ამის გაკეთება მას ნამდვილად შეუძლია. ნიკა გავარამიას გვარი კი თქვენგან გავიგე. თუმცა მედიაში გავრცელებული გვარებიდან აბსოლუტურად ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალი და საჭირო კადრია"- დასძინა ვაშაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42