"ხელისუფლებამ ბრძოლა გამოგვიცხადა"- მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 15:12, 07 Mar, 2016     3993

ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით მისი მეწილეები მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მაესტროს" მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე.

მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება "მაესტროს" წილის გაყიდვის თაობაზე. "მაესტროს" წილი ჩვენს მიერ არ იყიდება.

პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.

პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.

"მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.

"მაესტროს" კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის."- აღნიშნულია გოგელია-ასათიანის წერილში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42