ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჯაჯანიძის შოუში ბევრი დადგმული და მოგონილი ისტორია შუქდება. ამას კი „სხვა რაკურსის“ ყოფილი თანამშრომელი, ნიკა წავჭავაძე ავრცელებს. როგორც ის ამბობს, ხშირად ამისთვის სხვადასხვა ადამიანებს ქირაობდა, ფულს უხდიდა საკუთარი ჯიბიდან და მერე უცნაურ ისტორიებს დგამდნენ. მაგალითად დადგმული იყო: „კაცი გამოძახებით; აგენტი ბიჭი; სექს ტელეფონით და ასე შემდეგ. გაზეთ „პრაიმ-ტაიმში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ნიკა ჭავჭავაძე და გადაცემის მთავარი პროდიუსერი, მაია სტეფნაძე ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ნიკა ამბობს, რომ მაიამ მისი მოგონილი ისტორიებისა და პერსონაჟების შესახებ ყველაფერი იცოდა, ხოლო მაია ამბობს, რომ არაფერი იცოდა და როცა გაიგო ძალიან გაბრაზდა.
ნიკა ჭავჭავაძე: ყველამ ყველაფერი იცოდა. მაია რომ ამბობს, თანდათან გამომჟღავნდა ნიკას ტყუილებიო, თუკი მანამდე ეს ტყუილები მიუღებელი იყო, მაშინ რატომღა ვმუშაობდი მათთან?
- თუ სტაფმა იცოდა რომ შენ მოგონილ ისტორიებს დგამდი სტუდიაში, რატომღა გამოგიშვეს გადაცემიდან?
- ეს სულ სხვა მიზეზით მოხდა. ჩემსა და მაიას შორის იყო უთანხმოება, რომელიც ეხებოდა ჩემს პირადს. ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
რაც შეეხება კითხვას მაია სტეფნაძესთან, იცოდა თუ არა მან რომ გოგონას, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოვარდა და საბნის ჩიხოლში ჩავარდა მოგონილი ამბავი იყო, სტეფნაძე პასუხობს: „ამის შესახებ ახლა ვიგებ თქვენგან...ძალიან გავბრაზდი! როგორ იყო მოგონილი, ეს ისტორია ჩვენც ვიცოდით. უბრალოდ ნიკამ მითხრა, მოგიძებნე და მოგიყვანეო. თვითონ თქვა მოვიგონეო?.. ამდენი წელია ამ სფეროში ვტრიალებ და პირველად გავეხვიე ბინძურ სკანდალში. მე აღმოვჩნდი არაპროფესიონალი, იმიტომ რომ 20 წლის თაღლითმა გამაცურა“.
წყარო: „პრაიმ-ტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






