პირადი ცხოვრებით შანტაჟი ხელისუფლების სტილია - ეს საერთაშორისო სკანდალია - ვაშაძე
პოლიტიკა - 14:47, 07 Mar, 2016     2196
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ "ჰაკიმ ფაშას" ვიდეოს გავრცელების მსგავსად, ამ საქმის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში არ შედის.

"ეს განცხადება არავის გაკვირვებია, რადგან ხელისუფლება ყოველთვის მიმართავს მსგავს ბინძურ მეთოდებს. "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს წნეხის ქვეშ ჰყავდეს სასამართლო. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მიუხედავად, "ჰაკიმ ფაშას" მსგავსად აიტვირთება ვიდეოები, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეოს გამოსაძიებლად. ენმ-ს წევრი დარწმუნებულია, რომ პაპუაშვილის განცხადების გამოძიებაც არ შედის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში.

"სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ტიპის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ადრეც ვიხილეთ ინტერნეტში, თუმცა პასუხისმგებლობაში არავინ არის მიცემული, რადგან ხელისუფლებას არ სურს მათი გამოძიება. რადგან მათი სტილია პირადი ცხოვრებით შანტაჟი"- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, "რუსთავი 2" -ის გენერალურ დირექტორსაც სწორედ ასეთი "ბინძური მეთოდებით დაემუქრნენ".

"როცა მიხვდნენ, რომ რუსთავი 2 -ს ვერ მიითვისებდნენ, გვარამიაზეც ზეწოლას ამ სცენარით შეეცადნენ"- თქვა დეპუტატმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42