როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, "არ დადასტურებულ დანაშაულზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს".
"თუ ეს ადამიანი განიცდიდა ზეწოლას და ამაზე მხოლოდ ახლა საუბრობს ეს სუბიექტი ქვეწოლის რეჟიმში ყოფილა. ვფიქრობ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯარო სივრცის გამოუყენებლად ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა და როდესაც ის დარწმუნდებოდა საფრთხის რეალობაში, მაშინ მოეხდინა ამის გასაჯაროება. არშემდგარი დანაშაული შეფასებების საგანი არ უნდა იყოს, რადგან ეს აღიქმება, როგორც გარკვეული ფანტაზიების ნაწილი"- აღნიშნა ექსპერტმა.
სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, პროკურატურას თავის ტკივილი არ აკლია.
"რამდენი სადღეგრძელოში ნათქვამი სიტყვა არ ესიამოვნებათ პროკურატურას ხომ არ უნდა გამოვაძიებინოთ საქმე. ყველა ვარაუდზე თუ დაიწყო უწყებამ გამოძიება მერწმუნეთ გამოუძიებელი საქმეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" სოსო ცისკარიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკნდალური განცხადება გააკეთა. გიორგი პაპუაშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის შესახებ ფარული ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






