ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს
პოლიტიკა - 11:55, 06 Mar, 2016     2173

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია“ მიიჩნევს რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მთავრობის მიერ მისი პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

„სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობა კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით როცა მან ბატონ პაპუაშვილს „თანამშრომლობის“ ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა," - აცხადებს კანდელაკი.

მისი თქმით, საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო "რუსთავი2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ივანიშვილის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაცაა.

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობა - გარდა იმისა რომ გააღარიბა ხალხი და ანიავებს ჩვენს სუვერენიტეტს - მასიურად ნერგავს მისი მშობლიური რუსეთისთვის დამახასიათებელ ბინძურ მეთოდებს - მასიურ თვალთვალს და შემდეგ ადამიანების შანტაჟს. მან უშიშროების სისტემაში მოიყვანა საბჭოთა კაგებეში ნამუშევარი არაერთი კადრი - რაც თავისთავად უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ივანიშვილს აღნიშნული ბინძური მეთოდები ვერ უშველის. საკუთარ უნიათო და მავნებელ გუნდთან ერთად მას ქართველი ხალხი წელს უნდობლობას გამოუცხადებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს,“ - აცხადებს კანდელაკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42