,,რუსეთის ოკუპანტია“-ს გამო გათავისუფლებული მძღოლი კომპანიის შესახებ დეტალებს ჰყვება - ვის ეკუთვნის ,,მაქსიმი“ ?
პოლიტიკა - 16:12, 05 Mar, 2016     6619
სოხუმელი ჯემალ ცინარიძე 20 წელზე მეტია რაც ქუთაისში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ოჯახს ტაქსაობით არჩენს.

ბატონი ჯემალი გასულ კვირას სამსახურიდან საკუთარ ავტომობილზე გაკეთებული წარსერის - "რუსეთი ოკუპანტია!"- ს გამო გაათავისუფლეს.

როგორც „ნიუპოსტს“ ცინარიძემ განუცხადა, კომპანია "მაქსიმში“ სამუშაოდ 8 თვის წინ მივიდა, თუმცა მხოლოდ ახლა აღმოაჩინა რომ ტაქსების კომპანია რუსი ეროვნების ოლეგ შლეპანოვს ეკუთვნის და ქართული ფილიალებიც სწორედ რუსეთიდან იმართება.

ჯემალ ცინარიძე: „ მეგონა, რომ ეს კომპანია უკრაინელებს ეკუთვნოდა. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, მოკლედ რომ ვთქვათ ორივეს საერთო მტერი გვყავს - რუსეთი ორივეგან ატარებს ოკუპანტურ პოლიტიკას. 8 თვე ვიმუშავე. რამდენჯერმე დავინტერესდი ვინ იყო ხელმძღვანელი თუმცა მენეჯერმა არ გამცა პასუხი“.

- რა გახდა სამასხურიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

- ჩემს კუთვნილ ავტომიბილზე ბანერის გაკვრა და წარწერის „რუსეთი ოკუპანტია“ მოხსნა მოითხოვეს, რაზეც ბუნებრივია უარი განვაცხადე. ამის გამო შეკვეთებს იშვიათად მაძლევდნენ. შემდეგ განმიცხადეს, რომ ან წარწერას ჩამოვხსნიდი, ან სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ - ასეც მოხდა. მანამდე კი ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს დისკრიმინაციას და თანამშრომლებში თესავდნენ შურს. ასეთია ზოგადად რუსული პოლიტიკა - იგივე გააკეთეს აფხაზეთში. რუსეთმა გააღვივა ეს კონფლიქტი ჩვენსა და აფხაზებს შორის.

- მაინტერესებს, თქვენ რიგითი დევნილის პოზიცია როგორ ფიქრობთ, იდგმევა თუ არა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები დეოკუპაციისთვის?

- ამათი გაკეთებული არაფერი მინახავს... პირიქით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ კომპანიებთან, მაგალითად „გაზპრომთან“ „მაქსიმიც“ რუსული კომპანიაა...

მე ერთ რუს გენერალს ვიცნობდი, პირდაპირ მითხრა, რომ ძალიან ნანობდა იმ სისატიკეების გამო რაც რუსეთმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩაიდინა...

ბუნებრივია "ნიუპოსტი" "მაქსიმის" მენერმენტთან დაკავშირებას შეეცადა. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკვისას ოპერატორმა გვითხრა, რომ კომენტარის სურვილის შემთხვევაში თვითონ დაგვიკავშირდებიან.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42