„ბრძოლა კვოტების განაწილებაზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე დადის. შესაძლოა, როგორც მათ ოპონენტს, უნდა მიხაროდეს კიდეც შიდა განხეთქილება, მაგრამ სრულებით არ მიხარია. სამწუხაროა, რომ კოალიციას არც საკუთარი ხალხის ესმის და როგორც აღმოჩნდა - არც საკუთარი თავის”- აცხადებს ალასანია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მას NDI-ის კვლევის მიხედვით, მზარდი მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ეს ტრაექტორია არ შეიცვლება პირიქით, მხარდაჭერა უფრო გამყარდება.
„კოალიციიდან წამოსვლისას 10 %-იანი მხარდაჭერა გქვონდა. ვვარაუდობ, რომ არჩევნებამდე ამის გასამმაგებას შევძლებთ და უკვე არჩევნების დღეს უმრავლესობის მხარდაჭერას მივიღებთ. გვაქვს მყარი იმედი, რომ ხმების უმრავლესობას დამოუკიდებლად მოვიპოვებთ. ჩვენ შევძლებთ ამომრჩეველთა იმ 60 %-ის კონსოლიდაციას, რომლებსაც, კვლევების მიხედვით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ხმას ვის მისცემენ” - აცხადებს ირაკლი ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






