“ერთადერთი სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია კოალიციის დაშლა და ამით მულტიპარტიული დემოკრატიის ხელშეწყობაა. დაახლოებით შედეგიც შეგვიძლია ვივარაუდოთ: პირველ ადგილზე გავა პარტია ”ქართული ოცნება”, რადგან ის უფრო მეტად ასოცირდება ივანიშვილთან და მისგან მეტი რესურსი აქვს, მეორეზე - ნაციონალური მოძრაობა, ასევე , შევლენ თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტებს აქვს შანსი, პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის ფრთაც შევა, გარკვეული შანსი აქვს ”გირჩს”, ასევე პაატა ბურჭულაძეს, თუკი პოლიტიკაში ჩართვას რეალურად გადაწყვეტს. თუ აქტიურად იმუშავებენ, კიდევ ვიღაცეებსაც აქვს შანსი. ასე ჩვენ მივიღებთ პარლამენტში 7-8 პარტიას, ალბათ ”ოცნება” მარტო ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას. თუმცა უკვე პარლამენტში შეუძლია, ნამდვილი, ერთნაირ სტრატეგიულ მიზნებსა და მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული კოალიციის შექმნა, სხვათა შორის, ასე ხდება ევროპაშიც.”- აცხადებს გია ხუხაშვილი.
წყარო ”ვერსია”
მასალის გამოყენების პირობები






