"ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც "რესპუბლიკურ პარტიასთან", ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან“ - აცხადებს კალაძე.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური არ მოხდება. ,,ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოსახლეობას გააცნოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედბა და მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების გზით ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში“ - აღნიშნა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდემა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და რესპუბლკურ პარტიას შორის ძალიან მალე დასრულდება მუშაობა სტრატეგიულ თანამშრომლობის ფრომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






