3 მარტს ქალაქ ოზურგეთის მერიამ ღვაწლმოსილი ქალბატონები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 17:48, 04 Mar, 2016     1698
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გამართა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები ქალაქის მერიის მიერ დააჯილდოვდნენ.

საღამო დიზაინერ-დეკორატორის მარინა ტატარიანისა და მხატვარ თინათინ ჟღენტის შთამბეჭდავი ნამუშევრების ფონზე გაიხსნა.

საღამოს დასაწყისში საზოგადოებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ მიმართა:

‘’ტრადიციისამებრ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ქალაქის წარმატებული და ღვაწლმოსილი ქალბატონების დაჯილდოებას.

აქ მყოფთ და ასევე, ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ბედნიერები, წარმატებულები და დღეგრძელები იყავით. თქვენი როლი და ღვაწლი ფასდაუდებელია. დაფასებულები იყავით, როგორც თქვენი ოჯახების, ასევე, ქვეყნის მიერ’’

ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი ქალაქის მერიის კულტურის სამსახური და ა.ა.ი.პ. ‘’კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი’’ იყო, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შესრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ა.ა.ი.პ. ‘’კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს ანსამბლებმა ‘’გამა’’, ‘’ჰარმონია’’, ‘’ქალაქური’’, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და სამუსიკო სკოლის ტრიომ მიიღეს.

ქორეოგრაფიული ნომრები ამავე ა.ა.ი.პ.-ის ქორეოგრაფიული სტუდიის მოცეკვავეებმა წარმოადგინეს.

საღამოს კულმინაცია სოფო ბედიას მიერ შესრულებული სიმღერები გახლდათ.

ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ საღამოზე 25 წარმატებულ ქალბატონს ყვავილების თაიგული და საჩუქრები გადაეცა.

ნელი თოდრაძე - მუსიკალური სკოლა

თიკო ჟღენტი - მხატვარი

ნანი პაკელიანი - მძლეოსანი

თამუნა ღლონტი - ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი

მარინა ტატარიანი - დიზაინერი

ცირა სვანაძე - სტილისტი

ნინო დათუნაშვილი - მრავალშვილიანი დედა

მარგარიტა ავაქიანი - მსახიობი

ელენე ცქვიტინიძე - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალბატონი

ალვარდ ავაკიანი - მეეზოვე

ოლია შათირიშვილი - ბიბლიოთეკარი

ანტონინა გაჟალოვა - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი

დარეჯან გოგუაძე - მუზეუმის თანამშრომელი

მაკა ურუშაძე - ბაღის აღმზრდელი,მრავალშვილიანი დედა

ნათელა გოგიტიძე - ბაღის მეთოდისტი

ირმა სვანაძე - ქორეოგრაფი

ქეთევან ანდღულაძე-ექიმი,

კლარა ჩავლეშვილი-ექთანი

პედაგოგები:

რუსუდან სარიშვილი

ლამზირა გიორგაძე

ზოია ჭეჟია

ვერა მიქატაძე

ნაზი ბაბილოძე

მაია გოგუაძე

მაია ჩოლაბარგია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42