საქართველოს შეიარაღებულ ძალებში "ჰაუპტვახტები" უქმდება
პოლიტიკა - 15:34, 04 Mar, 2016     2281

შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება, სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი თანაბრდება,
წახალისების ახალი სისტემა ინერგება

დღეს მთავრობის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ დაამტკიცეს. ახალი წესდების თანახმად შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება, სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი თანაბრდება და წახალისების ახალი სისტემა ინერგება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით კანონის წინაშე თანასწორი ხდება ყველა სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, შემოდის წახალისების ახალი სისტემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს უფრო მოტივირებულს გახდის. „მთავარი საიხლე არის ის, რომ დღეიდან საქართველოში უქმდება სამხედრო მოსამსახურეების ადმინისტრაციული პატიმრობა, აღარ იარსებებს „ჰაუპტვახტები, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ მიდის ნატოში. ქართული შეიარაღებული ძალები მთელი მისი სისტემით, უნდა იყოს თავსებადი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვის ნაწილში“.

თინათინ ხიდაშელის თქმით „ მეორე სიახლე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად გასწორდა ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი დღემდე გადაცდომები იყო მსგავსი, მაგრამ პასუხისმგებლობა განსხვავედებოდა, ოფიცრებსა და რიგითებს შორის, ჩვენ დღეს წესდებით ეს გავასწორეთ. მიგვაჩნია, თუკი გადაცდომასთან გვაქვს საქმე, ყველა არის თანასწორი. თუ მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ჩხუბობს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოფიცერია თუ რიგითი, ყველას მიმართ კანონი უნდა იყოს თანასწორი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეა ამ საკანონმდებლო ინიციატივის. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში თანასწორობის გრძნობის გაძლიერებას, რაზეც ისინი ძალიან ხშირად და სამართლიანად პროტესტს გამოთქვამდნენ. და მესამე, არის წახალისების ახალი სისტემა, რომელიც წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების შეჯერებულ ვერსიას. ჩვენ მაქსიმალურდ შევეცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა ზომა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშია. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ თანამდებობრივი წინსვლას სახელმწიფო და კანონმდებლობა ყველანაირად გვერდში უდგას და ხელს უწყობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42