შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
პოლიტიკა - 13:30, 04 Mar, 2016     3152
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება - ამის შესახებ თავადაცვის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. "საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით მიდგომების გამკაცრება. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - სიცოცხლის უფლებას.
სამინისტრო ასევე ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი. ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42