მას შემდეგ რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაპოსტა ოთხშაბათის გადაცემის რეიტინგის შესახებ ინფორმაცია: „რეიტინგი დღეს მოვიდა, გუშინ დასვენების დღე იყო და უნდა გითხრათ ტრადიციული მადლობა. ჩვენ რომ ლიდერები ვართ, თქვენი დამსახურებაა“- ამ ყველაფერს არაერთი კომენტარი მოჰყვა. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ ფაქტმა გაახარა, ხოლო გამონაკლისები გააღზიანა. რაც შეეხება ნანუკას, რამდენიმე წუთის წინ ამ თემასთან დაკავშირებით ყველას სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.
„არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა პროფილი იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.
გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა ნანუკას შოუ. ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ და ვინ იცის რა იქნება.
ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, "ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა" და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი:)
რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.
მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.
მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკის პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






