რუსთავის აზოტის საწარმო დახურვის პირასაა - ,,ქარხნის გაჩერება გაზპრომთან მოლაპარაკებებს უკავშირდება“
პოლიტიკა - 12:54, 04 Mar, 2016     2576
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიხეილ მაჭავარიანმა და დავით კირკიტაძემ, რუსთავის აზოტის ქარხანაში მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის გამოც დაწესებულება უკვე მე-2 თვეა არ მუშაობს, აქ დასაქმებული 2 400 ადამიანი კი შვებულებაში ჰყავთ გაშვებული.

„რუსთავის აზოტის საწარმო, რომელიც ქართული ეკონომიკის ფლაგმანია და სადაც 2 400 ადამიანია დასაქმებული, დახურვის საშიშროების წინაშე დგას. მიზეზი კი კვლავ მთავრობის უნიათობაა - ისინი „სოკართან“ ხელშეკრულების დადებას დროში წელავენ. კომპანია კი, ამ დროს, მზადაა რუსთავის აზოტს მისაღებ ფასად მიაწოდოს ბუნებრივი აირი.

მიზეზი, რატომ არ აწერს მთავრობა ხელშეკრულებას ხელს, სრულიად გაუგებარია. ამასობასი კი ქარხანა 1 თვეზე მეტია გაჩერებულია, თანამშრომლები შვებულებაში ჰყავთ გაშვებული. შესაბამისად, იმ ხელფასის ნახევარს ღებულობე, რომელიც ისედაც მცირეა. თუ ხელშეკრულებას ხელი დროულად არ მოეწერა, ქარხანა დაიხურება, ადამიანები კი უმუშევრები დარჩებიან.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ და მთავრობას მოუწოდა დროულად გააფორმოს ხელშეკრულება. ასევე, გაატაროს ყველა ზომა, რათა ქარხანა არ დაიხუროს.

„მინდა ქართულმა საზოგადოებამ და რუსთავის აზოტის თანამშრომლებმა იცოდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მივატოვებთ მათ ბედის ანაბარად განსხვავებით მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც არ დაინტერესებულან ამ პრობლემით.“

აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა მიხეილ მაჭავარიანმა. დეპუტატის განცხადებით, აზოტის ქარხნის გაჩერება მთავრობისა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებს უკავშირდება.

„ეს საკითხის მთავრობისა და „გაზპრომის“ მოლაპრაკებებს უკავშირდება, რადგან როდესაც სოკარის პრეზიდენტი საქართველოში იყო ჩამოსული, მათ ქარხნისთვის შესათავაზებელ ახალ ფასზზე ისაუბრეს, თუმცა მოლაპრაკება კონკრეტული შედეგით არ დასრულება.

ახლა მთავრობა აზოტის თანამშრომლებს ეუბნება, თითქოს ნაციონალური მოძრაობა ლობირებს „სოკარს“ რის გამოც მათ საშუალება არ აქვთ „გაზპრომთან“ „კარგი“ ხელშეკრულება გააფორმონ.

ჩვენი ინფორმაციით, სოკარი მზად იყო შეემცირებინა ფასი, ეს დევს მთავრობაში უბრალოდ მთავრობა ელოდება რაღაცას და ამ დროის განმავლობაში ტყუილს იძახის. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს ჩამოვა სოკარის დელეგაცია და ის მზად იქნება შესთავაზოს აზოტს ფასი. ამიტომ გვინდა რუსთავის საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2 თვით აზოტის გაჩერება მთავრობის უნიათობას უკავშირდება.“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42