ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს- პრემიერი
პოლიტიკა - 11:01, 04 Mar, 2016     1259
მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამ მოწოდებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ბათუმის წყლის“ დირექტორის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო სივრცეში გამოთქმული ბრალდებების შესწავლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, „ბათუმის წყლის“ დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„საჯარო სივრცეში გაჩნდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთ-ერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი. მინდა, გავერკვეთ ამ საკითხში და თუ ის დადასტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძვლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ სიმართლეში და დადასტურების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42