ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე მიუღებელია- პრემიერი საგან „მე და საზოგადოება“-ს მხარს უჭერს
პოლიტიკა - 10:23, 04 Mar, 2016     1381
ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების პროგრამაში დისციპლინის „მე და საზოგადოება“ შემოღებასთან დაკავშირებული შენიშვნების კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები მიუღებელია.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ეს საკითხი დეტალურად განიხილა და საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვებიც კი პასუხგაცემული და ამოწურულია.
„იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასეთი რისკების თავიდან აცილებას. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სახელით, განათლების მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა, სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის მაქსიმალურად იყოს გახსნილი.
„ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ, განხილვების პროცესში, უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იყოს მთავრობაში და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც, რადგან, არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42