თუ არჩევნებზე გასვლა კოალიციურ ფორმატში მოხდება, გაერთიანება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო მოხდება
პოლიტიკა - 10:04, 04 Mar, 2016     1876
გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მთავრობა უნდა იყოს ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,“ – განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაწყებული პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

„პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები წინასაარჩევნო პროცესში რა თქმა უნდა მისაღწევი იქნება. თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული მრავალმმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია ქართული ოცნება მნიშვნელოვნად განახლდება და მოხდება ერთიანი მიზნების გარშემო კონსოლიდაცია. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა იქნება, კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე,“ – აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42