ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დღევანდელი ვითარება მოწმობს იმას, რომ კოალიციაში სრული ანაქრიაა და ისინი ვერ ახერხებენ მთალიანობაში ქვეყნის მართვას.
,,ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება მმართველი კოალიციის დასავლურ კურსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან მცირე რესურსი არსებობს იმის, რომ მათ მოახერხონ ამ კურსისი შენარჩეუნება და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც მყარად აქვთ ჩამოყალიბებული დასავლური კურსი, კოალიციასთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდეთ“ - ამბობს გოგა გოგნიაშვილი. მისი თქმით, ის, რომ კოალიციას არ სრუს რამის შეცვლა, დასტურდება საარჩევნო კანონმდებლობასთან მათი დამოკიდებულებით ,,ისინი არ მოდიან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ამით კარგად ჩანს, რომ მათ სურთ ძველი სახით შენარჩუნება, უნდა დრომოჭმული და უარგისი სისტემის შენარჩუნება, რითიც, ისინი ფიქრობენ რომ ადგილებს შეინარჩუნებენ პარლამენტში და განაგრძობენ ქვეყნის არასწორად მართვას, ისე როგორც ეს დღეს ხდება“ - ამბობს გოგნიაშვილი.
ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ივანიშვილთან და მის კოალიციასთან, ფიქრობს, რომ სასამართლოში ითანამშრომლებს.
,,ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ერთი ხელით ელაპარაკო და ხელი მოუწერო დოკუმენტებზე გაზპრომს და მეორე ხელით, ევროპას გაუწოდო თანამშრომლობის სურვილი, ეს ცოტა სეუთავსებელია. პირადად ბიძინა ივანიშვილთან და მის კოალიციასთან თუ პარტიასთან სურვილი გვექნება ვითანამშრომლოთ სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რათა იქაც გავუმეოროთ ის ბრალდებები და იმ დანაშაულის შესახებ შევახსენოთ, რაც მათ ჩაიდინეს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






