,,პრემიერის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, კოალიციაში დაპირისპირება ქართული ოცნების იმიჯზე უარყოფითად აისახება“ - მიროტაძე
პოლიტიკა - 15:42, 03 Mar, 2016     1993
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, მისთვის რთულად წარმოსადგენია, რომ პრემიერის დღეს გაკეთებული განცხადების გამო "რესპუბლიკურმა პარტიამ" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვოს.

"ქართულ ოცნებაში არსებობს რესურსი იმისა, რომ გაუგებრობა კოალიციის შიგნით მოგვარდეს. გიორგი კვირიკაშვილმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი და შესაბამისად, ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვთვლი, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირება "ქართული ოცნების" იმიჯზე უარყოფითად აისახება. როდესაც ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ, თუნდაც იმ ეროვნულ საკითხებზე რაზეც განცხადებაში ბატონი პრემიერ-მინისტრი საუბრობს"- თქვა მიროტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ჯარისკაცების პოლიტიკური ინტერესების გამოყენებაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ვკითხეთ.

როგორც მიროტაძემ "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას განუცხადა, ის პრემიერის ამ განცხადებას იზიარებს, თუმცა იქვე განმარტა, რომ შორს დგას მოსაზრებისგან, თითქოს საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ჯარისკაცები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

"დავამატებდი, რომ არამარტო ჯარი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, არამედ არც ერთი სტრუქტურა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ჯარისკაცების გამოყენება მოხდა საგარეჯოს არჩევნებში. საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას დაველოდები. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატმა საგარეჯოში ღირსეულად გაიმარჯვა. ფაქტების გარეშე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რომ გარკვეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ვარაუდებზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ჯარისკაცს, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება"- განაცხადა ანი მიტოტაძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურს სრული უფლება აქვს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით განახორციელოს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42