"მარიხუანის გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ"- მიროტაძე მოწინააღმდეგეებში ტექნიკური ხარვეზის გამო აღმოჩნდა
პოლიტიკა - 15:22, 03 Mar, 2016     1891
მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეებში მისი გვარის აღმოჩენას პარლამენტარი ანი მიროტაძე გაუგებრობას უწოდებს. როგორც უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ის ყოველთვის ემხრობოდა იმ პოზიციას, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს და ეს პოზიცია მას, როგორც კოლეგებთან, ასევე მედიასთან არაერთხელ აქვს გაცხადებული:

„ტექნიკური გაუგებრობის გამო მე ვარ მოწინააღმდეგეებში. მე მახსოვს რომ მხარი დავუჭირე. არ ვიცი ეს ტექნიკური გაუგებრობაა თუ რაღაც დამემართა, ჩემი პოზიცია ყველასთვის იყო გაცხადებული, ყველამ იცოდა, რომ მე ვარ იმის მომხრე, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ . რა თქმა უნდა მარიხუანას მოხმარება კარგი არ არის და სახელმწიფომ პრევენციული ზომები უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ მომხმარებლებმა არათუ მოიმატოს, არამედ მოიკლოს, მაგრამ ამაში საპატიმრო ზომა არ უნდა იყოს გამოყენებული.“- განაცხადა მიროტაძემ.

დეპუტატის შეფასებით, საჭირო იყო რომ აღნიშნული კანონპროექტის ავტორებს კოლეგებთან უფრო მეტი კონსულტაცია გაემართათ და კონკრეტული პუნქტები უფრო დეტალურად განხილულიყო:

„წინა სხდომაზე, როდესაც ამ საკითხის განხილვა მოხდა და კენჭისყრა გადაიდო, მე კანონპროექტის ინიციატორებს ვთხოვე, რომ კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით კოლეგებთან კონსულტაციები გაეგრძელებინათ, როგოც ვიცი ეს კონსულტაციები არ შემდგარა და კენჭისყრაზე მაინც დადგა საკითხი. მიუხედავად ამისა, არ ვიცი რა მოხდა, ჩემი ხმა მოწინააღმდეგეებში აბსოლუტურად ზედმეტად არის, იმიტომ რომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ამისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს.“- აღნიშნავს დეპუტატი.

როგორ მოხვდა ანი მიროტაძის ხმა მოწინააღმდეგეთა შორის, ამის გარკვევას დეპუტატი ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42