ივანიშვილს "რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 13:17, 03 Mar, 2016     5101
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა. როგორც დღის მთავარი თემის კომენტირებისას "ნიუპოსტს" ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირება საარჩევნო სიების ფორმირების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება.

"დღევანდელმა განცხადებამ აჩვენა, რომ კოალიციაში დაპირისპირება იმაზე რთულ ფაზაშია ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია. ფაქტია, რომ ივანიშვილს "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. დღეს უბრალოდ კვირიკაშვილის საშუალებით გაავრცელა მესიჯები - თითი დაუქნია "მრეწველებს" და "რესპუბლიკელებს"- აღნიშნა წერეთელმა.

მისი თქმით, "როცა გაერთიანებაში პოლიტიკური ხედვების თანხვედრა არ არის და იქ ადამიანები მილიარდერის ფულის გამო არიან - ეს კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება".

"ივანიშვილის ფული და "ნაციონალური მოძრაობისადმი" სიძულვილი - ეს არის მთავარი იდეა. როგორც არ უნდა შეეცადოს ვინმე, რომ როგორმე შეკრას ერთობა ეს პერსპექტივაშიც კი შეუძლებელია, რადგან კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება დაიწყება მაშინ როცა სიის ფორმირება დაიწყება"- დასძინა "ნიუპოსტთან" საუბრისას წერეთელმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გამოწვევის მოგვარების ნაცვლად შიდა ინტრიგებითაა დაკავებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42