"მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას"- გიგლა აგულაშვილი
პოლიტიკა - 13:10, 03 Mar, 2016     1702

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი „რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა „კურიერთან“ საუბარში განაცხადა, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების საკითხები კოალიციის შიგნით უნდა იქნას განხილული. ამასთანავე აგულაშვილი საგარეჯოს არჩევნების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნას აცხადებს.

„სიამოვნებით ვითანამშრომლებ არა მარტო ამ საკითხზე ნებისმიერ სხვა საკითხზეც. ის რაც იყო რეალობა, რაც არის დადასტურებული დღემდე, მე ვვარაუდობ ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხი არსებობს, რომ ისევე დადასტურდება. რაც არ ყოფილა ვგულისხმობ ბრალდებებს გაყალბებაზე და ასე შემდეგ იმას ვერავინ ვერ შექმნის.“- განაცხადა აგულაშვილმა.

აგულაშვილმა ქვეყანაში მომძლავრებულ პრორუსულ რბილ ძალაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ეტანხმება თინათინ ხიდაშელის განცხადებას, რომ გარკვეული ძალები ქვეყაყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ნიჰილიზმის დათესვას ცდილობენ:

„წინასაარჩევნო სიტუაციაა, როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. ძალიან გააქტიურდა რბილი ძალა , მედიაში, სოციალურ ქსელში. ნიჰილიზმის დათესვა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე და ყველაფერი კარგი ჩრდილოეთიდან და მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოდის. ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციაზე და ამ თვალსაზრისით მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას.“- აღნიშნა აგულაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42