სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიშში საქართველოც მოხვდა
პოლიტიკა - 12:45, 03 Mar, 2016     1515

მიმდინარე წლის 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში მოცემულია შეფასებები 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ანგარიშის თანახმად:

2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი;

2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად, ამოიღეს 37 კილოგრამი (კგ) კოკაინი და 60 კილოგრამი (კგ) ამფეტამინი;

ნარკომარშრუტების მეთვალყურეობის მიზნით, 2014 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ანალიტიკური დანაყოფი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ამოღების მრავალ ოპერაციაში შეიტანა წვლილი;

2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიტერორისტულ დანაყოფებს ჩაუტარდათ ტრენინგი, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებში, ასევე, საქართველოს საბაჟო მომსახურებასთან გაფართოებული თანამშრომლობის საკითხებში;

2015 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ორწლიანი პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის გასავითარებლად;

2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება კიდევ ორი ქართველი პოლიციის ატაშეს წარგზავნა გერმანიასა და ესპანეთში. უახლოეს მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების წარგზავნა პოლონეთში, ყაზახეთსა და იტალიაში;

ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, 2015 წელს პოზიტიური საჯარო მესიჯების საშუალებით გაძლიერდა კამპანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშესაწყობად;

ნოემბერში საქართველომ შექმნა ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს;

საქართველო ასევე იყენებს აშშ–ს მიერ განვითარებულ სასწავლო გეგმას ნარკოტიკების მომხმარებელთა თერაპიაში ჩართულ პერსონალთა ტრეინინგებისა და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად. პროგრამა ქმნის ადგილობრივი ტრენერების შტატს, რომელიც სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42