"არჩევნების გაყალბება პოლიტიკოსისათვის ყველაზე მძიმე ბრალდებაა" - ნესტან კირთაძე
პოლიტიკა - 20:50, 02 Mar, 2016     2593
,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე ქვეყანაში მიმდინარე გახმაურებულ პოლიტიკურ თემებს „ნიუპოსტთან“ აჯამებს.

"ნიუპოსტი": დავიწყოთ არჩევნების თემით, წინა საარჩევნოდ აშკარად შეინიშნება დაპირისპირება მმართველ კოალიციაში. გამოიკვეთა დაპირისპირებული მხარეები "მრეწველებსა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის ღია ომი მიმდინარეობს. გოგო თოფაძე თავდაცვის მინისტრს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს...

- მინდა ვისარგებლო ამ ინტერვიუთი და ხედვის განსხვავებული ვერსია წარმოვადგინო. დღემდე საუბრობენ, რომ ეს არის დაპირისპირება "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველების" შორის თუმცა რეალობა გვკარნახობს, შემდეგ ლოგიკას, რომელიც ვფიქრობ ბევრად მნიშვნელოვანია. რეალობა კი შემდეგია: საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში არჩევნები გაყალბდა, ამის დასტურად გაიმართა საპროტესტო აქციები, დაიწყო შიმშილობის აქცია და პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს არასაპარლამენტო ოპოზიციის ყოველდღიური მუშაობა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო რეფორმისათვის საქართველოში.

- უშუალოდ დაპირისპირების მიზეზებზე ვისაუბროთ, ბრალდება რომელიც მინისტრს წაუყენეს უმძიმესია...

- არაფერ შუაში არ არის გოგი და თინა, ამ შემთხვევაში ყველაზე მკაფიოდ გააკეთა საგარეჯოს არჩევნებში მონაწილე მთავარმა კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქცენტი , რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა, თავდაცვის მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა არჩევნები გააყალბეს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის.

დამიჯერეთ ეს არის შემაშფოთებელი გზავნილი, ვინაიდან დასავლეთისათვის უმნიშვნელოვანესია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ასეთი მანდატით მოსულ ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ურთიერთობა.

თინას და მრეწველების ემოციური დაპირისპირება ცოტახნით გვერდზე გადავდოთ და ვისაუბროთ ყველაზე მთავარ პრობლემაზე, რომ ხელისუფლება არ უნდა შეიჭრას საქართველოს მოქალაქეების სუვერენულ და კონსტიტუციურ უფლებაში თავად გამოხატონ ნება და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი, პარტია... „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, როგორც დასავლურმა ორგანიზაციამ ზუსტად ჩაავლო დემოკრატიული სამყაროს ამ მოთხოვნებს და განცხადებით მიმართა პროკურატურას. ახლა თინა რბილად რომ ვთქვათ მძიმე დღეშია. ხელისუფლება დილემის წინაშეა. ხიდაშელმა ზუსტად იცის რომ გაყალბება და გაყალბების ბრალდება უმძიმესი დანაშაულია და აქვე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ სწორედ ამ მოტივით მოხდა ამ ქვეყანაში რევოლუცია და გავიდა კონსტიტუციური რეჟიმიდან.

საქართველოს პროკურატურამ უნდა დადოს აბსოლუტურად ღია და ობიექტური დასკვნა რა მოხდა სინამდვილეში საგარეჯოში. რა დოზით ჩაერია პროცედურებში საქართვლოს თავდაცვის მინისტრი, მაგალითად სპეც.უბნის შექმნის დროს, რამდენად შესაბამისობაში იყო იგი საარჩევნო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. ნახეს თუ არა კოლექტიური სიზმარი ჯარისკაცებმა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის ნათესავის, თამარ ხიდაშელისათვის ერთხმად ხმის მისაცემად. ახლა ეს არის მთავარი კითხვები და ეს არის მთავარი გამოწევა ხელისუფლებისათვის, ეს არის მთავარი ინდიკატორი რას მიიღებს „ქართული ოცნება“ 2016 წლის ოქტომბრისათვის - ხელისუფლებაში მოსვლის ხელახალ ლეგიტიმაციას თუ უმძიმეს დაპირისპირებას ქუჩაში.

ამიტომაც ცინიკურ დემაგოგიად მიმაჩნია ხიდაშელის და მისი თანაგუნდელების მუდმივი აპელირება იმაზე, რომ მათ პროდასავლურობის გამო ებრძვიან.

- ხიდაშელი ამბობს , რომ გამოძიების დაწყებაში საგანგაშო არაფერია, მისი თქმით საგარეჯოს არჩევნების სანდოობას ოთხ ინსტანციაში მოგებული სარჩელი ამყარებს...

- ჯარისკაცის მთავარი პატაკი არის - ვემსახურები საქართველოს! ის არ უნდა ემსახურებოდეს არცერთ მინისტრს და ვერავინ ვერ უნდა გაუბედოს ჯარისკაცს შეეხოს მის სუვერენულ უფლებას და ჩაერიოს მის საარჩევნო გადაწყვეტილებებში. ახლა საქმე პროკურატურაშია. ჩემი აზრით, უნდა შეწყდეს ყოველგვარი დემაგოგია დასავლური კურსის საფრთხეებზე და დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოების შედეგებს. ხელისუფლებას კი მინდა შევახსენო, რა ქარსაც დათესავენ იმ ქარიშხალს მიიღებთ.

და კიდევ ერთი, შევახსენებ თინასაც და დასავლეთის მხარდაჭერით მუდმივად დამქადნებელ პოლიტიკურ ლიდერებს: დასავლეთი ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ექნება მოსახლეობის თავისუფალი ნებით გამოხატული მანდატი.

- პარალელი თუ შეიძლება გაევლოს იგივე ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით, თავის დროზე ისინი იგივე ლოზუნგით გამოდიოდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდა დასავლურ ორიენტაციას. გუშინ, ხიდაშელმაც იგივე გაიმეორა და თქვა, რომ მას და ალასანიას ერთი და იგივე მოტივით ებრძოდნენ...

- მე ვერ გავარჩევ ხიდაშელსა და ალასანიას შორის თანამოაზრეობის მსგავსების, განსხვავების ან ოპონირების ამ სივრცეს. ერთი რამ ვიცი ზუსტად, რომ ალასანიას გაცილებით მეტი საფუძველი ჰქონდა, დასავლური კურსის საფრთხეებზე ესაუბრა და არა მხოლოდ... ალასანიამ და მისმა გუნდმა განცხადებებს პოლიტიკური დემარშიც მიაყოლა და ოპოზიციაში გადავიდა. ვფიქრობ, ამ მაგალითით ალასანიამ პოლიტიკურად ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თინა და ალასანია ერთ კონტექსტში არ უნდა მოვიხსენიოთ.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ დაპირისპირებაში ხიდაშელის მიერ ისრების სხვა მიმართულებით გადატანა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ გოგი თოფაძე სტალინის გულმხურვალე მხარდამჭერია. მისი პოზიციაა, რომ ნატო აგრესიული სამხედრო ორგანიზაციაა...

- კარგით რა, რატომ აზვიადებთ... ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ გოგი თოფაძის და მისი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი, მთავარი ვექტორიც და მთავარი ორიენტირიც არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ საკუთრივ მათი ბიზნესების წარმატების და ზოგადად, ბიზნესის ლობირება და მათთვის ახალი ბაზრების მოძიებაა. სხვა დანარჩენი წყლის ნაყვაა და სერიოზულ თემად არ უნდა განვიხილოთ.

- აქვე შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბოლო ორი წლის განმავლობაში, გოგი თოფაძის კუთვნილი კომპანია „ყაზბეგი“ ამარაგებდა ხიდაშელის გამინისტრების შემდეგ თოფაძის კომპანიამ ტენდერი ვერ მოიგო -ეს ხომ არ არის ხიდაშელი-თოფაძის დაპირისპირების რეალური მიზეზი?

- ჰო და ილაპარაკონ ამ რეალურ დაპირისპირებაზე: ლიმონათზე, ლუდზე, ტენდერებზე და ნუ სპეკულირებენ პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, ვარშავის მოსალოდნელ სამიტზე და სხვა...

-„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის დაჭრასაც შევეხოთ, ალექსი პეტრიაშვილი დღისით-მზისით დაჭრეს, გამოძიება კი სხეულის დაზიანებით მიმდინარეობს - რა ხდება ქვეყანაში?

- ალექსი პეტრიაშვილი კი არ დაჭრეს, არამედ მასზე თავდასხმით ადგილი ჰქონდა წინასწარ გამიზნულ მკვლელობას. საბედნიეროდ ალექსი გადარჩა. სამწუხაროდ, დღემდე გვესმის მხოლოდ ინსინუაციები მოტივებზე და ამ დრომდე საქმე არ გახსნილა, დამნაშავეები კი დაუსჯელები დადიან. დამერწმუნეთ, რომ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის მცდელობა ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა ქვეყნის კრიმინოგენული გარემოს გასაზომად. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაციები სასტიკ მკვლელობებზე და ყაჩაღობებზე, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად აძლიერებს დაუცველობის და მართვადი ქაოსის არსებობას.

- ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით კვლავ რჩება შემაშფოთებელი ხარვეზები, კერძოდ სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ. ასვე გაკრიტიკებულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობაც და აღნიშნულია, რომ მას არ აქვს ცხადი მანდატი და მათი სტრატეგია ორაზროვანი და ბუნდოვანია. ამ მოხსენების გამოქვეყნების ფონზე დაძაბულია ვითარება ადიგენშიც. რამდენად დამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს და ყველაზე დიდი რელიგიური ინსტიტუტის საპატრიარქოს მიერ გატარებული ღონისძიებები. მხოლოდ განცხადებები რომ ძალადობას ემიჯნებიან, როგორც ჩანს საკმარისი არაა...

- დიახ, ეს ფაქტები ადრეც პერიოდულად ხდებოდა. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ევროკომისია, ევროსაბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გულისყურით და თანმიმდევრულად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მრავალეთნიკურ ქვეყანას, აქვთ გამოკვლევები, ფაქტები, დასკვნები. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ბრაზობენ ამ ტიპის დასკვნებზე გასაბრაზებელი არაფერია ბატონებო! მართლაც არის ფაქტები, არის ბუნებრივი და ზოგჯერ პროვოცირებული დაპირისპირებები და ამ პრობლემებს სჭირდება თვალის გასწორება, პრევენცია და მისი რეალურად მოგვარება. კაბინეტებიდან გამობრძანდით ბატონებო, იარეთ საზღვრიდან-საზღვრამდე და ნახავთ უამრავ პრობლემებს, რომელსაც სასწრაფოდ გადაჭრა სჭირდება.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42