პრემიერთან მარკირებაზე შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო- ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
პოლიტიკა - 18:10, 02 Mar, 2016     1338
პრემიერი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პროდუქციის სავალდებულო მარკირება იყო.

"მაესტრო"-ს გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი", კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, აღნიშნული შეხვედრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც პრემიერთან ჰქონიათ და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარკირებამ არ გაამართლა, ბიზნესმენები ხელშეკრულების გადახედვის მიღწევას შეეცდებიან.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც კი პრემიერმინისტრთან გვქონია. ამ შეხვედრაზე, ძალიან ვიწრო ფორმატში, რამდენიმე კომპანია ვიყავით წარმოდგენილნი და ჩვენ დავსვით ის საკითხი, რაც ამდენი ხანია გვაწუხებს, რომ ამ ტიპით შემოტანილი მარკირების პროცესი არ მოაგვარებს იმ პრობლემას, თუ ეს პრობლემა არსებობს ბაზარზე.

რაც შეეხება 17%-ს, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს 17% ეხება შემოსულობების გაზრდას, ანუ თანხის გაზრდას და არა რაოდენობრივ ზრდას. სხვათაშორის, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თავადვე დასვა ეს შეკითხვა, რომ რამდენად ადეკვატურია ეს 17% იმ რეალობასთან, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 45%-იანი დევალვაცია ბაზარზე, რომ ჩვენი ინდუსტრიის დაახლოებით 40-45% ეს არის დოლარში გაღებული თანხა, ეს პრაქტიკულად უკვე 20%-იან მატებას ნიშნავს თანხის სახით და ამას თუ დავამტებთ, რომ ზოგადად არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება 9%-ით, ეს 17%-იანი ზრდა გამოდის 13%-იანი კლება ზუსტად. ეს იყო იმის განმსაზღვრელი, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა შემოსაველბის სამსახურს, რომ უფრო კომპლექსური მიდგომა განახორციელონ.

ერთი წლის შემდეგ, ათვლა ჩვენ დავიწყეთ პირველი ნოემბრიდან, ერთი წლის დონეზე ეს უკვე არის ძალიან მაღალ დონეზე გაჟღერებული პირობა, ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის შემოსავლების სამსახური და აქვე დავამატებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სურათი იმისა, რომ მართლა შედეგი გამოიღო ამ მარკირების საკითხმა, შესაბამისად, აბსოლიტურად თავისუფლად შეუძლია შემოსავლების სამსახურს, მომავალშიც გააგრძელოს თანხის გადახდა და ამ მომსახურების შესყიდვა. თუ შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ჩვენ ერთად დავსხდებით იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ხელშეკრულების გადახედვას, ან სხვა ღონისძიებებს", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42