ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო! - წულუკიანი ბობოხიძეზე
პოლიტიკა - 16:34, 02 Mar, 2016     3293
სოფელი დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დროს დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ - ეს ინფორმაცია დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ გაავრცელა.

"არსებობს ასეთი სოფელი დიდი ჯიხაიში, სადაც უკვე დასრულდა საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა და მუშებს დღემდე არ აქვთ კუთვნილი ხელფასი მიღებული და იქნებ მთავრობა დაინტერესდეს ამ ამბით. ერთია, რომ ეკონომიკას ვერ ვუვლით და იქნებ ის მაინც მოახერხოს მთავრობამ, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა აიღონ თავისი კუთვნილი ანაზღაურება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ორი-სამი ათასი ლარით დაგროვებული დავალიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ერთი თეთრიც არ მიუღიათ და ამ ხალხის უკან დგას ბავშვები, ოჯახები, მუხუცი მშობლები და კეთილი ინებოს თეა წულუკიანმა და ამ საქმით დაინტერესდეს", - განაცხადა ბობოხიძემ.

დეპუტატის ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრმა სოციალურ ქსელში ვრცლად უპასუხა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კეთილი ინებე, წულუკიანოო?

ახლავე, შენი გამოსვლის ჭირიმე, პასუხი, ა, კაკო:

„მშენებლობა დასრულდა“ გარედან რომ შეხედა ნაციონალის გამჭრიახე თვალმა, შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო.

ობიექტი კი არ დასრულებულა. რასაც მე ვეძახი დასრულებას, თვარა აბა თქვენ რასაც ეძახით დასრულებას კი ვიცი - დღესაც ვასწორებ შენი რჩეული, შენი ნაფერები და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული იუსტიციის მინისტრის ნაშენებ-ნაფერებ-ნარუდუნებ თბილისის იუსტიციის სახლის გაგრილება-კონდიცირება-სახურავ-სანიაღვრე-პარკინგებს.

ისე, ჩემებმა შანიძნებში იციან და მეც გამოვიყენებ ამ გამოთქმას - ნეტაი, იმის ტურა მქნა და გამაგებინა, შენი ნაფერები და კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ (ხელფასს ვინ დაეძებდა), მაშინ რამე თქვი, კაკო?

არა?! ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!

ჰოდა, რაკი ობიექტი ჯერ არ ჩაბარებულა და შესაბამისად არ დასრულებულა, სერვისების განვითარების სააგენტო (ეს რომელია, იცი, აი, ვაშაძე რომ იყო უფროსი, ის) ვერ გადაუხდის სამშენებლო კომპანიას დარჩენილ თანხას. მიღება-ჩაბარება ხომ იცი, აი ის უნდა გაფორმდეს.

როდის გაფორმდება? როცა დავინახავ, რომ დასრულდა. მე რასაც დასრულებას ვეძახი, თვარა, შენი ჭირიმე, წვიმა რომ სახურავიდან მილში კი არ მიდის, კედელზე ჩამოდის და ჩამოწანწკარდება და შტეფსელიდან კომპიუტერს რომ გამორთავ და შტეფსელიც კედლიდან გამოდის და სახლში მოგყვება, ეს დასრულება არ არის, კაკო.

ჰა, კაკო?

თუმცა, ამ დარჩენილი თანხის მიუხედავადაც შეუძლია სამშენებლო კომპანიას, რომ თავის მუშებს ხელფასი ჩაურიცხოს. 296.825 ლარი მაქვს ჩარიცხული და როგორ ვერ მონახა საკუთარი მუშისთვის გადასახდელი ხელფასი? 10.025 ლარი დამრჩა ჩასარიცხი და იმას რომ გამოასწორებს, რაც ზევით წერია, მერე გადავუხდი, კაკო.

მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც).

ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო.

ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო.

ბავშვმაც თუ გიცის, ეს მაინტერესებს"- წერს იუსტიციის მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42