დიმიტრი ხუნდაძე - „ვინ არის პასუხისმგებელი მცხეთის სამუზეუმო ექსპონატების ბედზე?“
პოლიტიკა - 14:49, 02 Mar, 2016     1611
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხს სვამს. ხუნდაძის თქმით, ის 4 წლის მანძილზე საუბრობს აღნიშნული პრობლემის შესახებ. მისი განცხადებით, მცხეთის უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები, მათ შორის საქართველოს ოქროს ფონდის დიდი ნაწილი მცხეთაში, მუზეუმის შენობის გაყიდვის შემდეგ სხვა შენობის სარდაფში, შეუსაბამო პირობებშია დასაწყოებული, სადაც ექსპონატები ნადგურდება. დეპუტატის ამბობს, რომ არაერთი განცხადების მიუხედავად, მუზეუმისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ დეპუტატის განცხადებას:

„უკვე მეოთხე წელია მცხეთელებთან ერთად ვიბრძვი მცხეთის მუზეუმის საკითხზე. არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი მაღალი ტრიბუნა, საიდანაც ამ საკითხზე განცხადება არ გამიკეთებია. მცხეთის სამუზეუმო ექსპონატები, მათ შორის ოქროს ფონდი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათეულ ათასობით წლებს ითვლის, დღეს სარდაფში შეუსაბამო პირობებშია განთავსებული. მცხეთის მუზეუმზე მუშაობა 2013 წელს დავიწყეთ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შევარჩიეთ ისტორიული შენობა „კარიბჭე“, რომელიც მცხეთის უძველესი სემოსასვლელი იყო. გამოვაცხადეთ ტენდერი საუკეთესო პროექტზე და გამოვლინდა გამარჯვებული. ოფიციალური პრეზენტაციაც კი გავმართეთ „კარიბჭის“ შენობასთან. ამ პროექტის მომზადებაზე დაიხარჯა სერიოზული თანხა, დრო და ძალიან დიდი შრომა ყველა მონაწილე პირისგან.

ხელისშემშლელი პირობები თავიდანვე ბევრი იყო, თუმცა ყველა შემოტევას არგუმენტებით და ფაქტებით ვასაბუთებდით. ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო კომიტეტმა დადებითი დასკვნა გასცა, მსოფლიო ბანკმა კი ამისთვის 2 მილიონი ლარი გამოყო. მაგრამ, მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა, მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლიც არაფერ კავშირში იყო ამ შენობის რეაბილიტაციასთან. მათთან დასაბუთებული მტკიცებულების შემდეგ, დღეს უკვე იუნესკო დებს უარყოფით დასკვნას ტენდერში გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც მათ დიდი ხნის წინ ჰქონდათ.

ის, რომ მცხეთის მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით ისევ ქართველების პირადი ინტერესები დევს, ამის შესახებ პროცესში მონაწილე ყველა მხარემ იცის, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გამოდის, რომ ყველა ეს ქმედება ნებით თუ უნებლიედ ამ ერთი ჯგუფის ან პირის ინტერესებს ემსახურება. შედეგი არის ის, რომ 25 000 ისტორიული ექსპონატი ამ აუხსნელი პროცესების გამო ნადგურდება. ორგანიზაციები, რომლებიც კულტურულ ძეგლებს უნდა იცავდნენ და ყოველ დღეს და წუთს უფრთხილდებოდნენ ასეთი ექსპონატების გადასარჩენად, პირიქით, პროცესებს ჭიმავენ, რაც უარყოფითად აისახება მათ ბედზე.

ცუდია, როდესაც, მითუმეტეს თანამდებობის პირს, ამ საკითხზე უკვე მერამდენედ ღია განცხადების გაკეთება მიწევს. ცუდია ისიც, როდესაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის მერი ტელევიზიით ვიგებთ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის 1 ლარად გასხვისების საკითხს. ალბათ იმიტომ, რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებოდით. ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და მსგავსი შემთხვევები დღეს აღარ უნდა ხდებოდეს.

მსურს მათ გასაგონად განვაცხადო, ვისაც სჯერა, რომ დავიღლები და გავჩერდები. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პრინციპი სხვა არის და თუკი ეს ვინმეს არ მოსწონს, ვურჩევ გავიდეს იმ სარბიელიდან, სადაც ცუდის მეტს არაფერს აკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის. რაც შეეხება მცხეთის მუზეუმს, ღიად ვსვამ კითხვას: - ვინ არის პასუხისმგებელი მცხეთის სამუზეუმო ექსპონატების ბედზე?“ - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42