ვინ იქნება ჩერნოვეცკის 2016 წლის საპარლამენტო სიაში - ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ მოქალაქეებთან გასაუბრებას იწყებს
პოლიტიკა - 12:43, 02 Mar, 2016     3675
პარტია ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი 2016 წლის საპარლამენტო სიას ორიგინალურად ადგენს და დეპუტატობის მსურველ მოქალაქეებს გასაუბრებას სთავაზობს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ პარტიის განცხადებას:

,,აბსოლუტურად, ღიად და საჯაროდ ვიწყებ პოლიტიკური მოძრაობის “ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიული სიის ფორმირებას, კერძოდ, პირველი 25 ადამიანის შერჩევას.

გულწრფელად მინდა პარლამენტში ღირსეული და პატრიოტი ხალხი მოვიყვანო, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილან ჩართულნი და რომლებსაც ნათელი გონება და პატიოსნება ახასიათებთ. ისინი, ვინც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ზრუნავენ ხალხზე. ადამიანები, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას!

მათ შორის მე მსურს, დავინახო:

1. წარჩინებული კურსდამთავრებულები.

2. რეგიონების პატივცემული წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვის გამოცდილება აქვთ.

3. პატიოსანი მეწარმეები, გარდა ისეთებისა, რომლებიც სხვადასხვა მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ და ფაქტობრივად ძარცვავდნენ ხალხს ბიზნესის სახელით.

4. მრავალშვილიანი მშობლები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვთ.

5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლები.

7. მოქალაქეები, რომლებიც საბანკო სექტორის თვითნებობით დაზარალდნენ

8. საქართველოს სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები.

ეს ადამიანები გაივლიან ჩემთან გასაუბრებას მომავალ პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით.

მათ უნდა დაწერონ საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. საკანონმდებლო ინიციატივების დასაწერად კი საქართველოს საუკეთესო იურისტებისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს შევქმნი.

ჩემთან ერთად პარლამენტში მივიწვევ ასევე იმათ, ვინც წინასაარჩევნო პროცესში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ნამდვილ პატრიოტიზმს გამოიჩენს და ჩემსავით ევროინტეგრაციის, ქვეყნის გამთლიანებისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მომხრე იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ რამე გამომრჩა, თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ! არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს საკითხი, რადგან ხვალ ეს გუნდი ახალი საქართველოს შენებას დაიწყებს - უბრალო მოქალაქეებისათვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

პირველად საქართველოს ისტორიაში მე ვაპირებ პარლამენტში მოვიყვანო არა ვითომ პოლიტიკოსები, არამედ საქართველოს უბრალო პატიოსანი მოქალაქეეები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ!

მოუთმენლად ველი თქვენს რჩევებს და გაძლევთ იმის გარანტიას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩვენი პარტიის საიტი და ჩემი პერსონალური გვერდი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, რომ ნებისმიერი კითხვაზე იპოვოთ კომპეტენტური და მკაფიო პასუხები!

ყველას, ვისაც სურს ჩემს გუნდში ყოფნა პარლამენტში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა ამ ელექტრონულ ფოსტაზე:

listhappypeople@gmail.com“ - ნათქვამია ჩერნოვეცკის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42