„რატომ მოაქვს თანამშრომლობას უფრო მეტი, ვიდრე საზღვრების დახურვას“- შს მინისტრი გერმანულ მედიაში
პოლიტიკა - 10:21, 02 Mar, 2016     1870

2016 წლის 1 მარტს გამომცემლობამ The Huffington Post გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რატომ მოაქვს თანამშრომლობას უფრო მეტი, ვიდრე საზღვრების დახურვას“. სტატიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უსაფრთხოებისა და კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე საუბრობს და ამ კუთხით საქართველოს გერმანიის საიმედო პარტნიორად ასახელებს:

„უსაფრთხოების გაუმჯობესება დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში უფრო მეტად დამოკიდებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ვიდრე საზღვრების დახურვაზე. საქართველო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არის სანდო და კომპეტენტური პარტნიორი გერმანიისათვის. ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება გვპირდება გაზრდილ უსაფრთხოებას ყველასთვის“, - აღნიშნავს გიორგი მღებრიშვილი.

შს მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელი რეფორმების გატარებამ, კრიმინალთან ბრძოლაში საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. როგორც გიორგი მღებრიშვილი აღნიშნავს, არალეგალური, საზღვრისპირა დანაშაულებრივი საქმიანობის აღსაკვეთად საქართველო ინტენსიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან, რაზეც ქართულ მხარესთან თანამშრომლობით გერმანიაში ქართველი მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის დიდი ნაწილის დაუყოვნებლივ გახსნაც მიუთითებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, „სამართლებრივი სახელმწიფო წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების საფუძველს, რომელთაც ხელი შეუწყვეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ამ ინტეგრაციამ გაზარდა ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო-პირობები და ინსტიტუციური შესაძლებლობები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში. მისი მეშვეობით გაძლიერდა, ასევე, ჩვენი შესაძლებლობები ევროპელ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის კუთხით, უკანონო ტრანსსასაზღვრო საქმიანობის წინააღმდეგ სამოქმედოდ და მათ აღსაკვეთად... ორმხრივმა თანამშრომლობამ საპოლიციო სფეროში მნიშვნელოვნად გაზარდა დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი და რეადმისიის მოთხოვნათა 90%-ზე მეტი დაკმაყოფილდა...საქართველომ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საზღვრის კონტროლი და მიგრაციის მართვის მექანიზმები, მაგალითად, შემოღებული იქნა ბიომეტრული პასპორტები“.

სტატიაში გიორგი მღებრიშვილი საქართველოსა და გერმანიას შორის სამართლებრივ საკითხებში არსებული თანამშრომლობის ფორმებზეც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი შეთანხმებების პლატფორმების გარდა, როგორიცაა ევროპოლი და ინტერპოლი, საქართველო და გერმანია ასევე აძლიერებენ უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობას ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლითა და პრევენციული თანამშრომლობით. შს მინისტრის თქმით, დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნითა და ბერლინში პოლიციის ატაშის წარგზავნით, საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა.

„საქართველო და გერმანია იზიარებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთნაირ ღირებულებებს. ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ვალდებულებებს, როგორც საფუძველს გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის. უვიზო მიმოსვლა გააღრმავებს და გააძლიერებს კონტაქტებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ეს ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება,“ - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42