გოგი თოფაძის კომპანიამ 2014 წელს ტენდერიდან თითქმის 880 ათასი ლარი მიიღო.
კომპანია ყაზბეგმა ტენდერი 2015 წელსაც მოიგო და ამ მომსახურებისათვის მან თითქმის, 420 ათასი ლარი მიიღო.
როგორც "არჩევანის" წამყვანმა აღნიშნა, სატენდერო განაცხადში ყაზბეგის კონკურენტ კომპანიას 420 ათასი ლარი აქვს მითითებული, ყაზბეგს კი მხოლოდ 10 ლარით ნაკლები, რაც, ცხადია, დამატებით კითხვებს აჩენს.
2016 წელს კომპანია ყაზბეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერში წააგო და არაალკოჰოლური სასმელით ქართულ ჯარს მიმდინარე წელს უკვე სხვა კომპანია ამარაგებს.
აღნიშნული თემის კომენტირებისას სტყდიაში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გოგი თოფაძის კომპანია ყაზბეგის მიერ 2014-2015 წლებში თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„მე ამის შესახებ არ ვიცოდი. თუმცა, ახლა რაც ვნახე, ეს არ არის იმ ტიპის თანხები, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი მასთან,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






