თავდაცვის მინისტრი პროკურატურის მიერ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმის გამოძიებას "არჩევანში" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.
თინა ხიდაშელი გამოძიების დაწყებასაც მის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს. თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ გამოძიება ეფექტურად ჩატარდება.
"პირივნულად მე, თინა ხიდაშელს არა პოლიტიკოსს, არამედ როგორც ფიზიკურს პირს, აბსოლუტური კომფორტი მაქვს იმის გამო, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რადგან კიდევ ერთხელ ახლა უკვე პროკურატურის მიერ დადასტურდება, რომ იქ არაფერი ყოფილა და ეს არის აბსურდი, ტყუილი, ცილის წამება, შეკვეთილი, დადგმული კამპანია. რა მაწუხებს მე? - ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც არჩევნებზე მუშაობს. თამარ ხიდაშელს ისეთი კონკურენტი ჰყავდა არჩევნებზე, რომელმაც ყველაფერი გაასაჩივრა . ყველა აქტი, რომელიც საგარეჯოს არჩევნებს ეხება ოთხი გადაწყვეტილებითაა გამაგრებული. საოლქო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, რაიონული სასამართლოს და საოლქო სასამართლოს. პროკურატურამ მთელი ეს სისტემა, მთელი ხაზი, რომელიც არჩევნებს ლეგიტიმაციას სძენს, ეჭვქვეშ დააყენა” – აცხადებს ხიდაშელი- აღნიშნა ხიდაშელმა და იქვე დასძინა, რომ მას ალასანიას მსგავსად ებრძვიან.
„ეს ერთი და იგივე შინაარსის კამპანიაა“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, თავის დროზე ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა, როცა მან უმრავლესობა დატოვა.
"ამ კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო ეს, რომ ჩვენ წავსულიყავით ოპოზიციაში, რომ ვიღაცას ნერვები უმტყუნებდა. აბსოლუტურად ეს იყო იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენც ნერვები გვიმტყუნებდა და წავიდოდით, თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებთ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






