ხიდაშელი თოფაძის განცხადებების უკან რუსულ კვალს ხედავს, ივანიშვილის ხელს კი გამორიცხავს
პოლიტიკა - 22:18, 01 Mar, 2016     1714
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

როგორც ხიდაშელმა "არჩევანში" განაცხადა, ამ კამპანიის უკან, რომელსაც მრეწველები აწარმოებენ ,ეზობელი ქვეყანა დგას და არა ბიძინა ივანიშვილი.
"მათი მიზანია ქართული პოლიტიკური სივრციდან პროდასავლურ ძალებს შეუქმნან პრობლემა. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კოალიციის საწინააღმდეგო ქმედება, იმ კოალიციის რომელსაც დეკლარირებული აქვს, პროდასავლური კურსი"- აღნიშნა ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ხედავს თუ არა პროცესების უკან ყოფილ პრემიერს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს გამორიცხავს.

"ეს ბიძინა ივანიშვილს საწინააღმდეგო ქმედებაა, როგორ შეიძლება კოალიციის დამფუძვნებელი ებრძოლოს იმ პარტიას, რომელიც თავის დროზე წამყვან სუბიექტად დაასახელა. როცა "ქართული ოცნება" იქმნებოდა თოფაძისთვის იქ არავის დაუძახია, ახლა იძახის ბიზნესის პრობლემები მქონდაო, მაგრამ ეს ტყუილია. გოგი თოფაძის ოცნება არ იყო რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილიყო, მას არც ის უნდოდა რომ პრემიერის სავარძელი გიორგი კვირიკაშვილს დაეკავებინა. ამ კამპანიის უკან დგანან ძალები და ეს ძალები ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ. ის ყველაფერს აკეთებს რომ შეიცვალოს ქვეყნის მიერ არჩეული კურსი"- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თოფაძე არის რიგი დეპუტატი, რომელსაც ერთი ხმა აქვს პარლამენტში.

„მე როდესაც მედავება საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ თურმე, სვანეთიდან, სამეგრელოდან და მთელი საქართველოდან შევკრიბე ადამიანები, ეტყობა ბიძაშვილები, გარანტირებულად სულ ხიდაშლები იყვნენ ეტყობა, რომ თამუნასთვის დაეჭირათ მხარი. უნდა რცხვენოდეს. სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის წევრი გერქვას და ამდენი არ გესმოდეს, რომ არსებობს ელემენტარულად ქაღალდზე არსებული დაწერილი დოკუმენტაცია, რომელსაც ვერ გააყალბებ და, სადაც დაწვრილებით წერია, რამდენი კილო სარეცხი ირეცხება ამ ნაწილში, რამდენი ადამიანი იკვებება. ივანიშვილმა ნომერ პირველ სუბიექტად სწორედ რესპუბლიკური პარტია დააყენა. მრეწველები და თოფაძე არც ერთ მთავრობის ხელმძღვანელს არ დაუპატიჟია მინისტრთა კაბინეტში"- თქვა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42