“რა გაწუხებთ?“ - სოციალური ინიციატივის ფარგლებში 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა
პოლიტიკა - 16:35, 01 Mar, 2016     1390
„რა გაწუხებთ?“- სოციალური ინიციატივის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 16.000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივა-გამოკითხვა 25 იანვარს დაიწყო. გამოკითხვის პირველი ეტაპი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრებში მოსახლეობის გამოკითხვას ითვალისწინებდა, დასრულდა. მის მიზანს სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების ზუსტ განსაზღვრაში დახმარება წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პროექტი „რა გაწუხებთ?“ საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის დაიწყო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ,,ეს არ იქნება გამოკითხვა მხოლოდ პრობლემების შესახებ, ეს იქნება საზოგადოების შეფასება, თუ სად ხედავენ სუსტ წერტილებს, რა მოსწონთ, რა აწუხებთ და ამას განვსაზღვრავთ ხარისხობრივად, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის, ჟან–ელი მალკინის განცხადებით, გამოკითხვის შედეგად შესაძლებელი გახდება, ჯანდაცვის სფეროში არსებული საკითხების გადასაჭრელად, შესაბამისი გეგმის შემუშავება. „გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს, უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და არსებული პრობლემების მოგვარების უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს,“- განმარტა ჟან-ელი მალკინმა.

სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ ინტერნეტ სივრცეში ვებგვერდზე www.1505.ge კვლავაც გრძელდება. გამოკითხვის შედეგები მარტის ბოლოს შეჯამდება და საზოგადოებას ოფიციალურად წარედგინება.

საერთაშორი სოსაკონსულტაციო ჯგუფი "გლობალური ალიანსი," რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი, ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს, ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს სისტემის სრულყოფის მიმართულებით უწევს. მომზადებული პროექტები პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციის, ასევე მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებს ითვალიწინებს. ამჟამად დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა მიმდინარეობს, რის გამოც ,,გლობალურ ალიანსთან" ხელშეკრულება მთავრობის გადაწყვეტილებით 1–ელ მაისამდე გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42