საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს პრემიე-მინისტრმმა გიორგი კვირიკაშვილმა მოახდინა. პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, საშუალება ექნება ახალი სასტუმრო კომპლექსები სახელმწიფოსთან ერთად დააფინანსონ.
"პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც მართლაცდა ძალიან სასიხარულოა. პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსდებას"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






