ევროკომისია საქართველოში რელიგიური უმცირესობების და ლგბტ თემის დისკრიმინაციის შესახებ საუბრობს
პოლიტიკა - 13:02, 01 Mar, 2016     1377
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა. როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი მოხსენება ასახავს 2015 წლის 17 ივნისის მდგომარეობას.

ECRI მიესალმება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ რეფორმებს თუმცა აცხადებს, რომ კვლავ რჩება გარკვეული საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.

„სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. მუსლიმთა და იეღოვას მოწმეების რელიგიის თვისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით. ასევე ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება. საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად. ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად არ დევნიან სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებიათ სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით.“- აღნიშნულია დასკვნაში.

მოხსენებაში საუბარია ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შესახებაც და აღნიშნულია, რომ სააგენტოს არ აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად და მათი რელიგიური პოლიტიკის შემუშავების სტრატეგია, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან ორაზროვანი და ბუნდოვანია.

კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც მიმართავს:

„საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს კონვენციის დამატებით ოქმს კიბერდანაშაულზე, რომელიც შეეხება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით რასისტული და ქსენოფობიური ხასიათის ქმედებების კრიმინალიზაციას. საქართველოს ხელისუფლება გულდასმით უნდა დააკვირდეს, იძიებს თუ არა პოლიცია პოტენციურ რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ მოტივებს. ამგვარი მოტივები თავიდანვე უნდა ჩაითვალოს სამართალწარმოების საფუძვლად. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა პოლიციაში უნდა შექმნან სპეციალური განყოფილება, რომელიც კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს. ამგვარი განყოფილების შექმნისას ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ექსპერტთა რეკომენდაციები 11 სახალხო დამცველის ოფისიდან, შესაბამისი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.* ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია გასაძლიერებელია, inter alia უმცირესობათა განათლების გაუმჯობესებით და სოციალურ მომსახურებათა შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობების გახშირებით. მისაღებია ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მესხების რეპატრიაციისა და ინტეგრაციის სტრატეგიის განსახორციელებლად და სოციალური ჩართულობისა თუ განათლების პროგრამების ხელშეწყობა, მათ შორის, ბოშა ბავშვებისათვის. ასევე მისაღები და განსახორციელებელია ინტეგრაციის მხარდასაჭერი პროგრამები ლტოლვილებისა და იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. საქართველოს ხელისუფლებამ მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს რელიგიათა საბჭოს, რომელიც სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით მუშაობს. კერძოდ, მათ უნდა დაავალონ ახლად შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ითანამშრომლონ რეგლიგიათა საბჭოსთან და გამოიყენონ მისი ექსპერტიზა თუ რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემასთან გასამკლავებლად.*- აღნიშნულია დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42