ანი ნადარეიშვილი უარყოფს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში აღმოჩნდეს.
„ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ვთვლი რომ უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდანაც კი მეც, ისევე როგორც თქვენ, შემიძლია მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ ბრძოლაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის დამარცხებისთვის, ვიბრძოლოთ ევროპული და ერთიანი საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთი უბრალო რიგითი ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე თქვენთან ერთად!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის ჩვენ ყველას წინ დიდი ბრძოლა გვაქვს, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- წერს ანი ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






