სიდედრის დაკრძალვის შემდეგ, კარმიდამოს მოვლაც - დასუფთავების სამსახური გუბერნატორს ემსახურება
პოლიტიკა - 22:36, 29 Feb, 2016     6987
ოზურგეთის დასუფთავების სამსახური უკვე წელიწადია გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ ”გურიის მოამბე” ავრცელებს.

ადგილზე მომუშავე ადამიანები ”გურიის მოამბესთან” ანონიმურად ჰყვებიან, რომ იმ მომენტისთვის გუბერნატორის ეზოს დასუფთავებას ახორციელებდნენ:

“ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ, ვჩეხავთ ზედმეტ ძირებს, გაგვაქ ტერიტორიიდან ნაგავი, ვხვეტავთ კარ-მიდამოს, ამას წინათ ღობეებს ვღებავდით“.

„გაზი კომპანია "სოკარმა" უფასოდ შემოუყვანა, დაუმონტაჟა და ღობეებიც გაუკეთა."-ჰყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.

რამდენიმე დღის წინ ”გურიის მოამბის” გავრცელებული ინფორმაციით გურიის გუბერნატორის სიდედრი, ციური ნაცვალაძეც, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს.

"აგერ „გუშხამ“, ერთი კვირის წინ, თებერვლის პირველი ნახევარი იყო, როცა სიდედრი გარდაეცვალა, წაიყვანესდილიდან ათხრევინეს ჩვენებს საფლავი, მოასვენეს მიცვალებული და ბოლო პატივიც სცეს, თურმე ქელეხის სუფრიდანსაჭმელი გაუგზავნეს ე.წ.მესაფლავეებს - არ მოგერიდოთ მაინც ბიუჯეტი იხდისო. ღმერთმა აცხონოს, კარგი ქალი იყოო, ამბობენ, მაგრამ ჩვენც მონები ხომ არ ვართ."-ჰყვება ამავე სამსახურის თანამშრომელი.

ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის, იგივე ა(ა)იპი "ოზურგეთის სერვის ცენტრის" თანამშრომლები გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვის სახლშიც ისინი უფასოდ, იძულებით მუშაობენ:

"ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს ბოხვაურში იგზავნება სპეციალური ბრიგადა, ხან რას აკეთებენ და ხან რას. აგერ, რა სალაპარაკოა მარა, ტუალეტიც ჩვენი ამოსათხარი დარჩა. ჩვენს გარდა იქ უამრავი საჯარო სამსახურია, ისინიც ჩვენსავით უფასოდ მუშაობენ. კომპანია "სოკარი" იმიტომ ავღნიშნეთ, რომ გაგვიკვირდა კერძო კომპანიებიც თუ ჩვენსდღეში იყვნენ არ ვიცოდით"-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42