„გაზის სამხრეთის დერეფანი“, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის
პოლიტიკა - 20:08, 29 Feb, 2016     2614
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ „გაზის სამხრეთის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს მინისტერიალზე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტის მონაწილეები გააგრძელებენ გრძელვადიან სტრატეგიულ თანმამშრომლობას აირის მწარმოებელ, მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებთან, რისი მიზანიცაა ევროპული ბაზრის ბუნებრივი აირით უსაფრთხო, საიმედო და თანმიმდევრული უზრუნველყოფა.

დოკუმენტს ხელი 12-მა ქვეყანის ენერგეტიკის მინისტრმა მოაწერა, მათ შორის კახი კალაძემ. ხელმოწერას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პოლიტიკასა და საგარეო საქმეებში, ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ენერკეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი.

დოკუმენტში მოწონებულია მონაწილე ქვეყნების მიერ პროექტის რეალიზაციის იურიდიული საკითხების მოგვარება. აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოხდება შეფასება იმ შესაძლებლობისა, რომ დერეფანი სამომავლოდ გაფართოვდეს და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის ბალკანეთიც მოიცვას.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დამფინანსებელთა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროექტში ჩართვის, ასევე სხვა მომწოდებელი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობაც, რასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება მუშაობა, ორმხრივი და მრავალმხრივი კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებშიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთავრობის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42