პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 16:44, 29 Feb, 2016     1228
პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანიდატის განხილვები გრძელდება

კობა გვენეტაძეს დღეს საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოუსმინეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატის მიმართ პოზიციას პლენარულ სხდომაზე განხილვამდე ჩამოაყალიბებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერჩია და პარლამენტმა კანდიდატურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.

"ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.

ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით.

ახლა გიორგი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42