"სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი"- უსუფაშვილი პეტრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 13:35, 29 Feb, 2016     1258

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა.

„სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ ჩვენ. მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს საზარელი ამბავი შევიტყვეთ. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. კანონის მთელ სიმკაცრეზე მე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად, იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, პარლამენტარები, ადამიანები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და მერე იქ ვსაზღვრავთ სასჯელს აქედან-აქამდე, იქედან-იქამდე, რას ვითვალისწინებთ? ვითვალისწინებს იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანებისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცულ სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლამდამცავი ორგანოები ძალიან სწრაფად გაართმევენ თავინთ მოვალეობას თავს. კარგი ამბავი ის არის, რომ ბუკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი საკითხი და ისეთი თემა, რომელიც უცებ ჩაივლის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცული და ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, მოიფიქრონ, დაგეგმონ და აღასრულონ, ისინი დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება“.- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42