თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრაველსობის წარმომადგენელ ეკა ბესელიას ბრალდებას პასიხობს.
"ეკა ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრების ოჯახებს რომ ვუყურებდი, მე დოლარები არ მელანდებოდა, ეს მისი ცხოვრების წესია რომ ფული უნდა აკეთოს აუცილებლად პატიმრებზე" - აღნიშნა ელისაშვილმა თემის კომენტირებისას.
„ღმერთია მოწმე და უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მაშინაც სულ მითვალთვალებდა, შეწყალების კომისიიდან, ხელფასის გარდა, არაფერი არ წამომიღია. ამდენად სრული სისულელეა და რაც უნდა აქვეყნოს მსგავსი რამ არ მომხდარა არასოდეს. ტაქტიკა, როგორც ჩანს შერჩეული აქვს - შეედავე, გამოღმით შეგრჩებას პრინციპით“ -აღნიშნა ელისაშვილმა.
დეპუტატი ბესელას წონააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ელისაშვილმა "ქართულ ოცნებას" ბესელიას "დაშოშმინებისკენ" მოუწოდა.
"რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, მარტივად დავუდასტურებ გამოძიებას, რომ ეს არის სრული სისულელე. ჯერ ერთი, ჩემი ყველა შეხვედრა ადვოკატებთან იწერებოდა და არც ერთ ადვოკატთან თანხაზე საუბარი არ ყოფილა. ჩემი ადვოკატი კი შეიტანს სარჩელს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვისთვის“,-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






