,,ბუკამ დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე“ - ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს
პოლიტიკა - 12:27, 29 Feb, 2016     21833
,,ბუკამ დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე“ - ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტზე საუბრობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ,,კვირის პალიტრასთან“.

,,როგორც სჩანს, მკვლელობის დამკვეთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენი პარტიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ბუკა ლევანის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა. იქ მისულს ლევან მიქელაძის კიდევ სამი მეგობარი დახვდა, მათ შორის, კახა საკანდელიძე და ზურა ლომაშვილი, მესამეს სახელი არ მახსოვს. ბუკას სანთელი დაუნთია და მეგობრებთან დაუწყია საუბარი.

ამ დროს ვიღაც მისულა და ბუკასთვის ჩაქუჩი ჩაურტყამს, ბუკა მოტრიალდა და ჩაქუჩიანი ხელი დაუჭერია. როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი იყო ძალიან მაღალი, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და კეპი ეფარა. მეორე კი შედარებით მომცრო ტანისას, ნიღაბი ეკეთა და კაპიუშონი ეხურა... იმ მაღალს, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი გაწიე, თორემ უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს.

მეორე კი შედარებით მომცრო ტანის, ბუკას მეგობრებს იარაღს უღერებდა - არ ჩერიოთო. მას ხელში ბეისბოლის ჯოხიც სჭერია.

როცა იმ მაღალმა წაქცეულ ბუკას თავში ჩქუჩი ჩაარტყა, მეორეს ტყვიები დაუხლია. ამ დროს კახა საკანდელიძე გადაჰფარებია, მასაც დაადეს იარაღი და უთქვამთ, შენ არაფერს გერჩით და ნუ ერევიო... სროლის შემდეგ თურმე ისევ გამეტებით ურტყამდნენ წაქცეულს. ხმაურმა როგორც სჩანს, მოსახლეობამდეც მიაღწია. ერთ ქალს უყვირია, 112-ში უკვე დავრეკე და პოლიცია მოდისო. მაშინვე გაქცეულან, როგორც ამბობენ, ახლოს მანქანა არავის შეუმჩნევია, ალბათ, უმანქანოთ იყვნენ“ - ჰყვება ნინო გოგუაძე.

იყო თუ არა თავდასხმა პოლიტიკური მოტივით განპირობებული, ნინო გოგუაძე კითხვას სვამს - ,,იქნებ პირადი მოტივების უკან, პოლიტიკური ბერკეტებია? საერთოდ გახმაურებული მკვლელობები პირადი მოტივებით იფუთება ხოლმე..." - ამბობს ნინო გოგუაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42